ა.შ.შ.

17827-eagle-usa-flag-1920x1200-digital-art-wallpaper

 United States of America

gerbi              download

<– დროშა       (რუკა)      გერბი –>

დედაქალაქი – ვაშინგტონი

                                               სახელმწიფო ენა – ინგლისური

ვალუტა – დოლარი

მთა –  როკი-მაუნთინი, აპალაჩები; უმაღლესი მწვერვალი – მაკ-კინლი (დენალი) (ალიასკაზე) (6,194 მ)

მდინარე – არკანზასი, კოლორადო, მისისიპი, მისური.

ტბები – ერი, ჰურონი, მიჩიგანი, ონტარიო, ზემო ტბა.

ზღვა – კარიბის, ბუფორტის, ბერინგის, ჩუკჩის. (–)

ოკეანე – წყნარი და ატლანტის

შტატები

დიდი ქალაქები – ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ფილადელფია, ლოს-ანჯელესი, ლას-ვეგასი.

გერბზე წერია – “E pluribus unum” (“Out of Many, One”)

სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან.

სიდstიდით მესამეა რუსეთისა და კანადის შემდეგ.

ეს ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ა.შ.შ.–ს ხალხისადმი. ქანდაკება ფრანგმა მოქანდაკემ ფრედერიკ–ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა და ნატურად საკუთარი დედა გამოიყენა. ქანდაკება 1884 წელს პარიზში დაიდგა, შემდეგ კი 350 ნაწილად დაშალეს და გემით ნიუ–იორკში გადაიტანეს. 1886 წელს ქანდაკების აწყობა დასრულდა..

თავისუფლების ქანდაკებას მარცხენა ხელში კონსტიტუცია უჭირავს, მარჯვენაში – ჩირაღდანი. შვიდქიმიანი გვირგვინი მის თავზე 7 კონტინენტს აღნიშნავს. 354 საფეხურს კი მნახველები ქანდაკების გვირგვინში აჰყავს..

დიდი კანიონი: 5 მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად მოდის დიდი canკანიონის სანახავად, შიშნარევი მოკრძალებით უყურებს ამ უზარმაზარ და ულამაზეს სანახაობას. კანიონი, რომელიც ჩრდილო–დასავლეთ არიზონაში მდებარეობს, სიგრძეში 446, ხოლო სიგანეში დაახლოებით 16 კმ–ს აღწევს. მის ფსკერზე მდინარე კოლორადო მიედინება. კანიონის ფსკერის გრანიტის ქვების ასაკი 2 მილიონ წელიწადს ითვლის.

raრაშმორის მთა: სამხრეთ დაკოტის შავ მთებში მდებარე მონუმენტი ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი პორტრეტული ქანდაკება იყო. რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი ამერიკის პრეზიდენტების – ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის გიგანტური თავებისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიმაღლე 18 მეტრს აღწევს.

ნიაგარა

ნიაგარა: კანადისა და ა.შ.შ.–ს საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე “მგრგვინავ წყალს” ნიშნავს.  1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

golden gate bridge: ქართულად “ოქროს კარიბჭის ხიდი”.. ამ ხიდის აშენებამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.. და ეს ის ხიდია, რომელიც თითქმის ყველა ამერიკულ ფილმში ფეთქდება.

ჰუვერის კაშხალი: შეერთებული შტატების ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილას აგებული ჰუვერის კაშხალი სიცოცხლისთვის აუცილებელ წყალს აწვდის მილიონობით ადამიანს. სტიქიის დამორჩილებით მშენებლებმა შეძლეს არამარტო საირიგაციო წყლის მიწოდება ნევადისა და არიზონას შტატებისათვის, არამედ ელექტროენერგიის გამომუშავებაც. კაშხლის მშენებლობა მდინარე კოლორადოზე 1931 წელს დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა. ნაგებობის სიგრძე 379 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 221 მეტრი.

dეშმაკის კოშკი: ინდიელებს სჯეროდათ, რომ ამ კლდეში ცხოვრობდა ბოროტი ღმერთი, რომელსაც ყველა ცოცხალი არსების განადგურება უნდოდა.. ის იწყებდა ცეკვას და ბარაბანზე დაკვრას.. იწვევდა ჭექა–ქუხილს და მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა, როცა ხვდებოდა, რომ ცოცხალ არსებებთან ერთად, ისიც დაიღუპებოდა.. მართლაც.. ელვის დარტყმა ამ კლდეზე არც ისე იშვიათია, რადგან ის ერთადერთი მაღალი ობიექტია ამ მიდამოებში..

white sands: თოვლს გავს, მაგრამ თოვლი არაა.. ეს არის უნიკალური თეთრიw უდაბნო.. საქმე იმაშია, რომ ის შედგება არა კვარცის მარცვლებისგან (როგორც სხვა ქვიშის უდაბნოები), არამედ გიფსისგან.. უფრო ზუსტად, გიფსის ნაირსახეობისგან, რომელსაც სელენიტი ქვია. ეს რბილი მინერალი ცარცს ჰგავს, მაგრამ უფრო ადვილად იხსნება წყალში.. ამიტომაც გვხვდება ძალიან იშვიათად..

გამოჩენილი ადამიანები:

მწერლები – რეი ბრედბერი, ჯონ სტეინბეკი, ჯორჯ მარტინი, ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ჯეკ ლონდონი, ო’ ჰენრი, მარკ ტვენი, მაინ რიდი, უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი, ედგან ალან პო, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰერმან მელვილი..

მუსიკოსები/ჯგუფები – ბობ დილანი, ჯენის ჯოპლინი, the doors, frank zappa, steve vai, guns ‘n’ roses, ჯექსონი..

Advertisements

About ცისფიქრიანი

!
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s