ალბანეთი

ლამაზი, თბილი, ნათელი.. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ნამდვილად ღირს ნახვად! ჩავიცვამდი გლეხურ თეთრ წინსაფრიან კაბას, ხელზე კალათას გადავიკიდებდი და წავიდოდი

     Republika e Shqipërisë     


<–– დროშა        (რუკა)          გერბი ––>

                    დედაქალაქი – ტირანა

                                                          სახელმწიფო ენა – ალბანური

                                                            ვალუტა – ალბანური ლეკი

დევიზი – შენ, ალბანეთო, მომეცი ღირსება, მომეცი სახელი “ალბანელი”. (ალბათ იმათთან უფრო კარგად ჟღერს)

ჰიმნი – ფიცი დროშაზე

ზღვები – ხმელთაშუა, ადრიატიკის.

ქალაქები – ტირანა, ბერატი.

ალბანეთი მგონია ნათელი, ლურჯ–მწვანე, პატარა ქალაქებით და ძველი კულტურის სუნით გარშემო.. 

ქვეყნის სახელწოდება ალბანურად ჟღერს, როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს. ასევე ეძახიან “ხმელთაშუა ზღვის ახალ სიყვარულს”..

ალბანეთი (თავისი მდებარეობიდან გამომდინარე) ორი უძველესი ცივილიზაციის – რომის და საბერძნეთის კულტურების ზეგავლენას განიცდის და კულტურული თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარია.. აქ ნახავ ამფითეატრებს, ლურჯ ზღვას და ბევრ მზეს. ჰო, ფოცხვერებიც ჰყავთ ^_^ ქალაქი ბერატი, რომელსაც “1001 ფანჯრის ქალაქს” ეძახიან, ქალაქი–მუზეუმია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. სხვა მხრივ, ალბანეთი ცნობილია თავისი მაფიოზებით და ქალებისადმი “აზიური” დამოკიდებულებით (თუნდაც “ნაფიცი ქალწულების” მაგალითი), რაც ბოლო პერიოდში ნელ–ნელა გაქრა..

კომუნიზმის დროს ალბანეთს მართავდა ენვერ ჰოჯა, რომელიც უკომუნისტესი იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბუნკერები ააშენა.

ალბანეთი მუსულმანური ქვეყანაა. აქ ჩამოყავთ მოპარული მანქანები მთელი ევროპიდან, შლიან, აწყობენ და ძალიან იაფად ყიდიან. კიდევ, აქვთ ძალიან ლამაზი ტბა – კომანი და ბავშვების სათამაშოებს ძელებზე კიდებენ და ჯვარზე აცვამენ, რომ სულებს შეეშინდეთ.

ცნობილი ადამიანები – დედა ტერეზა.

travel guide video

that’s all

Advertisements

About ცისფიქრიანი

!
This entry was posted in ქვეყნები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s