აზერბაიჯანი

baku-tower11new.jpg

აზერ აზერ. 

Azərbaycan Respublikası

  <––   დროშა         (რუკა)          გერბი ––>

         დედაქალაქი – ბაქო

                                                    სახელმწიფო ენა – აზერბაიჯანული

                                                    ვალუტა – მანათი

ჰიმნი – აზერბაიჯანის მარში

ზღვა – კასპიის (მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი)

მდინარეები – არაქსი, მტკვარი (აზერ. Kür, თურქ. Kura და რატო დავარქვით ჩვენ მტკვარი, არ ვიცი.)

დიდი ქალაქები – ბაქო, განჯა.

მგონი, როცა აზერბაიჯანს ვესტუმრები, ყურებში ზურნა იზუზუნებს.. ძალიანაც არ უნდა განსხვავდებოდეს საქართველოსგან..

ქვეყნის სახელწოდება ნიშნავს “ცეცხლის მცველებს” (სპარსულად: “Āzar”–ცეცხლი, “Pāyegān”–მცველი). ფოტოზეა “ალის (ცეცხლის) კოშკები” ბაქოში, რაც, მგონი, ყველაზე პომპეზური სანახაობაა აზერბაიჯანში. შირვანშაჰების სასახლე და გობუსტანის ნაციონალურ პარკში გამოსახული ნახატები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მმ.. აზერბაიჯანი ცნობილია თავისი ხალიჩებითა და ბროწეულებით (ნაციონალური ხილი) ^_^ ძალიან უყვართ ჩაი და აქვთ მთა, რომელიც სულ იწვის (ბუნებრივი აირების გამო).

ქვეყანაში ორი უკიდურესობაა: ბაქო (რომლის სახელიც “ქარების ქალაქს” ნიშნავს) და დანარჩენი ქვეყანა.. ბაქო ძალიან ლამაზია.. განვითარებული და თანამედროვე.. სხვაგან კი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. ყველაზე დიდი პრობლემა სომხებთან კონფლიქტია კარაბაღის გამო, რომელსაც უკვე დიდი ხანია არეგულირებენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. აზერბაიჯანის შემადგენლობაშია (აწ უკვე ყოფილი) “ჩვენი” საინგილო, რომელიც კახეთის ჩრდილო–აღმოსავლეთი ნაწილი იყო. გამაჰმადიანებულ ქართველებს ინგოლოებს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს..

Advertisements

About ცისფიქრიანი

!
This entry was posted in ქვეყნები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s