ავღანეთი

ამ ავღანელი გოგონას ფოტო ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი.

                                                                      افغانستان

<––– დროშა       (რუკა)       გერბი –––>   

დედაქალაქი – ქაბული

სახ. ენა – პაშტო, დარი(სპარსული)

                                             ვალუტა – ავღანი

ჰიმნი – “Allah is great” . სხვა სახელს არც ველოდი..

ვერაფერს გეტყვი მთებზე, მდინარეებზე, დიდ ქალაქებზე.. სურათს ვეძებდი და 99%იანი უპირატესობა ომის თემამ მოიპოვა: ძირითადად ჯარისკაცები, დანგრეული შენობები, ხალხი შეშინებული თვალებით და მტვერი. მტვრისფერი მგონია ეს ქვეყანა და ერთ–ერთი ბოლო ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც წასვლა მომინდება.. მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა ადამიანი უბედური არაა იქ და ქვეყანას სიმწვანე და სილამაზე არ აკლია..

მცირე ისტორიული ფაქტები: ავღანეთისათვის იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე. მან გადაიტანა კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი, რამაც მთლიანად მოშალა ეკონომიკა და სახელმწიფო სისტემა, მილიონობით ავღანელი ლტოლვილად აქცია.. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ავღანეთი “აბრეშუმის გზაზე” მდებარეობდა და ყოველთვის იყო საბრძოლო ველი ჯერ ინგლისსა და საბჭოთა კავშირს, ახლა – აშშ–სა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების გასაყოფად.. ამას ემატება სამოქალაქო ომებიც, რასაც დიდი ქვეყნები თავიანთთვის იყენებენ, ხალხი კი, რა თქმა უნდა და როგორც ყოველთვის, იტანჯება. 1996–2001 წლებში ავღანეთს მოძრაობა “თალიბანი“(მოსწავლეები) მართავდა.. თავისი როლი შეასრულა სტიქიურმა უბედურებებმაც – მიწისძვრებმა და გვალვებმა.

დედაქალაქი – ქაბული დღემდე ყველაზე დანაღმულ ქალაქად ითვლება.. ისეთი მდგომარეობაა, მოსახლეობის რაოდენობის დადგენაც ვერ მოახერხეს..

არც გამოჩენილ ადამიანებზე დავწერ რამეს.. დიდად არც გამიგია არავინ.. თუმცა არის ერთი პატარა დეტალი: ავღანეთში ჟესტი “ok” ვულგარულ შეურაცხყოფად მიიჩნევა. აქ მოყავთ ბროწეული და დიდი რაოდენობით ყაყაჩო. შესაბამისად, ავღანეთის ეკონომიკა, რომელიც სულს ღაფავს, ძირითადად ოპიუმის ბიზნესზე დგას..

Advertisements

About ცისფიქრიანი

!
This entry was posted in ქვეყნები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s