ავსტრალია

ჩვენში დარჩეს და ავსტრალია პირველი უნდა ყოფილიყო და ავსტრია მეორე, მაგრამ იმედია მიუტევებ, მკითხველო ბებერ ნაანგს ამ შეცდომას ^_^  მმ.. ავტრალია მგონია ქვიშისფერი ქვეყანა ძალიან სუფთა წყლით. აუცილებლად ვიქნები ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი, როცა ამ ქვიშიან ქვეყანას ვესტუმრები (არსებული შხამიანი ფაუნის გამო).. მოვერიდები კარვებით ბუნებაში ღამისთევას, უცნობი მწერების ფერებას და მსგავს ჩემთვის დამახასიათებელ საქმიანობებს.. მაგრამ იმდენი რაღაცნაირი ცხოველი ცხოვრობს იქ (იქედნა, იხვნისკარტა, კუსკუსი, დინგო, ვომბატი), რომ მგონი პერსონალური ზოოპარკით დავუბრუნდები სამშობლოს ^^ ისე, ძირითადად, წყალქვეშ უფრო ლამაზი და საინტერესო მგონია ეს ქვეყანა, ვიდრე ხმელეთზე..

Australia

 <–– დროშა           (რუკა)          გერბი ––> 

დედაქალაქი – კანბერრა

სახელმწიფო ენა – ინგლისური

                                     ვალუტა – ავსტრალიური დოლარი

ჰიმნი – Advance Australia Fair

მთათა სისტემა – დიდი წყალგამყოფი ქედი, რომელიც ავსტრალიიც აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მის სამხრეთ ნაწილს ავტრალიის ალპები ქვია. ავსტრალიის ალპებზეა ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალი – კოსციუშკო (2228 მ). ამ მთას სახელი პოლონელმა აღმომჩენმა უწოდა პოლონეთის ეროვნული გმირის, ტადეუს კოსციუშკოს პატივსაცემად, რადგან, მისი თქმით, კოსციუშკოს მთა ძალიან ჰგავდა კოსცუშკოს ბორცვს კრაკოვში.

ოკეანეები – ინდოეთის და წყნარი.

მდინარეები – მურეი და დარლინგი.

უდაბნოები – ვიქტორიას დიდი უდაბნო

კუნძულები – ტასმანია, მელვილი, კენგურუ.

ქალაქები – კანბერრა, სიდნეი, მელბურნი, ადელაიდა.

გერბზე გამოსახულია ემუ და კენგურუ, ავსრტალიის არაოფიციალური სიმბოლოებ. მათ უკან კი არის ოქროსფერი აკაცია, ავსტრალიის ერთ-ერთი სიმბოლო. ემუსა და კენგურუს შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ კიდევ ერთი მიზეზი მათი გერბზე გამოსახვისა არის ის, რომ ამ ორ ცხოველს უკუსვლა არ შეუძლია და მუდამ წინ მიდის.

მცირე ისტორიული ფაქტები: ავსტრალია აბორიგენთა სახლი იყო მანამ, სანამ მე–18 საუკუნეში დიდმა ბრიტანეთმა არ მიისაკუთრა და ავსტრალია ერთ დიდ ციხედ აქცია (პატიმრები ჩაასახლა). ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული. ქვეყნის სახელი წარმოსდგება ლათინურისგან: terra australis incognita ანუ „უცნობი სამხრეთი მიწა“.

ავსტრალია ყველაზე მშრალი დასახლებული კონტინენტია. აქ დიდ პატივს სცემენ ადამიანის თავისუფლებას. განსაკუთრებით არ ადარდებთ სხვა ადამიანების ცხოვრების წესი და სექსუალური ორიენტაცია. ამის გამო, ავსტრალიაში ტარდება ყველაზე გრანდიოზული გეი-პარადი მსოფლიოში. ავსტრალია ერთადერთი კონტინენტია, სადაც არ არის მოქმედი ვულკანი.  დღევანდელ ავსტრალიაში ძალიან მაღალია ცხოვრების დონე და ბევრი ადამიანი გადადის იქ საცხოვრებლად. ისეთი “მაგარი” ქვეყნებიდანაც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთი და ა.შ.შ.–ა. ავსტრალიელმა აბორიგენებმა გამოიგონეს ბუმერანგი. კიდევ, დიჯერიდუ აქვთ ^_^ ჟიუუუ ჟიუუ

რაც შეეხება ბუნებას..  პირველ რიგში, დიდი ბარიერული რიფი: ეს არის მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და ბიოლოგიური სტრუქტურა. სიგრძეში 2000 კმ–ს აღწევს და ძალიან ლამაზია ♥ თავად დარწმუნდი

ავსტრალიის კლიმატს სასიამოვნოს ნამდვილად ვერ უწოდებ.. ყველგან უდაბნო და სიცხეა.. მხოლოდ კუნძული ტასმანია შეიძლება ჩაითვალოს ადგილად, სადაც სიგრილესა და მთიან ლანდშაფტს დანატრებული ადამიანი თავს სამოთხეში იგრძნობს.. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავსტრალიაში ვართ – ქვეყანაში, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვარწმუნებს თავის უცნაურობაში..

რაც შეეხება ტასმანიის ფლორასა და ფაუნას, კუნძულზე მცენარეების მრავალფეროვნება არ არის, ცხოველთა სამყარო კი ძალიან ჰგავს ავსტრალიის ფაუნას. მართალია, ზოგი ცხოველი და ფრინველი მარტო ტასმანიაზე ბინადრობს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ავსტრალიაში ეს ჯიშები ადამიანმა გაანადგურა. ყველაზე გამორჩეული ტასმანიური ცხოველებია ტასმანიური მგელი (იგივე ტასმანიური ვეფხვი), რომელიც გადაშენებულად ითვლება და ტასმანიური ეშმაკი, რომლის მულტიპლიკაციური ვარიანტი, დარწმუნებული ვარ, გეცნობა ^^

ალბათ, ისედაც იცი, რომ ავსტრალია ყველაზე შხამიანი არსებების ბუდეა. ყველაფერი შეიძლება შხამიანი იყოს, ყველაზე პატარა და უცოდველი ობობუნაც კი..

ბევრ ანომალიასაც ნახავ: მდინარეები მიწის ქვეშაა, ტბები – მთების წვერზე, მსხალს სქელი დაბოლოება ყუნწთან აქვს და ბალს კურკა გარედან ეზრდება.. ხეები თავდაყირა იზრდება.. არიან ისეთი ხეებიც, რომლებიც “ახრჩობენ” და “კლავენ” ერთმანეთს..

აქ ბინადრობს ჭიანჭველა, რომელსაც ერთი ძალიან საინტერესო თვისება ახასიათებს – თუ მას ორად გაჭრი, იწყება ბრძოლა თავსა და კუდს შორის.. და ისინი ერთმანეთს კბენენ :დ აქ ბინადრობს კუკაბურრა–არსება, რომელიც ადამიანივით იცინის და გველებს ჭამს და ძალიან საყვარელი თევზი – blobfish, რომელიც მოწყენილ ადამიანს ჰგავს ^^  ავსტრალიის ჩრდილო ნაპირებთან ბინადრობ მსოფლიოს ყველაზე საშიში არსება – “ზღვის კრაზანა.” ის პატარა, გამჭვირვალე მედუზაა და 1 ცალი ასეთი მედუზას შხამით 3წთ–ში 60 ადამიანი მოკვდება.  არ ვივიწყებთ კენგურუს, ემუს, კოალას, ექიდნას, იხვნისკარტასვომბატს და დინგოს, რომელიც დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა ♥

ულურუ – ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ეს წითელი არსება უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია. მისი სიგრძე 3.6 კმ–ია, სიგანე – 2კმ. ულურუს ადრე ეიერსის კლდე ერქვა სამხრეთ ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის, სერ ჰენრი ეიერსის პატივსაცემად და აბორიგენები მას დღესაც ამ სახელს ეძახიან.. მეცნიერებს შორის დიდი დავა იყო იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ასეთი წარმონაქმნი უდაბნოში.. იყო ვერსია, რომ ულურუ გიგანტური მეტეორიტი იყო, რომელიც ათასობით წლის წინ ჩამოვარდა უდაბნოში, მაგრამ მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ულურუ, უბრალოდ, ეროზიის შედეგია. მიუხედავად მეცნიერების დასკვნისა, ამ ადგილს მაინც მისტიკური ეფექტი აქვს.. განსაკუთრებით მზის ჩასვლისას ♥

სიდნეის ოპერის გამოტოვება არ შეიძლებოდა..

გამოჩენული ადამიანები:

მხატვრები – ავტრალიელი აბორიგენების მხატვრობა

რაც შეეხება მუსიკას, ბენდი – AC/DC ^^

და ბოლოს, AC/DC განწყობისთვის:

 

Advertisements

About ცისფიქრიანი

!
This entry was posted in ქვეყნები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s