ავსტრია

ეს არის Hallstatt. ეს სოფელი ასოცირდება ჩემთვის ავსტრიასთან. როგორი მგონია ავსტრია მე: მმმ.. ავსტრიული ქალაქი მგონია ნაცრისფერი (ოღონდ მოსაწყენი კიარა, გემრიელი ძველებური ნაცრისფერი, ძველი წიგნის სუნით), მაღალი, ზომიერად ჩუქურთმებიანი გოთიკური შენობებით, ფილაქნით და მდიდრული სამეფო სასახლეებით.. რომ დადიხარ და ვიოლინოს ხმა რომ გესმის, ისეთი.. სოფელი მწვანე, პატარა თეთრი სახლებით და შორს თეთრი ალპებით.. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ალქიმიკოსი და hallstatt-ში ვიცხოვრებდი..

მოსახლეობა, ფართობი და მსგავსი წვრილმანები თუ გაინტერესებს, ვიკიპედიას მიმართე. რაც შეეხება სხვა ყველაფერს, ახლავე:

                                                            Republik Österreich

<–– დროშა.        (რუკა)         გერბი. ––>

                     დედაქალაქი –ვენა

           სახელმწიფო ენა – გერმანული

                                                                   ვალუტა – ევრო

ჰიმნი – Land der Berge, Land am Strome (მთების ქვეყანა, ქვეყანა მდინარესთან),                     რომელიც, სხვათაშორის, მოცარტის კომპოზიციაა.

მთათა სისტემა – ალპები.

მდინარეები – ელბე (და არა ელბა! ელბა კუნძულია იტალიაში), რაინი, დუნაი (დანუბე)–ამ მდინარის სახელის შესახებ ორი ვერსიაა: 1) უკავშირდება კელტურ სიტყვას Danuvius, რაც ჩქარ მდინარეს ნიშნავს (Danu — ჩქარი, vius — წყალი). 2) მდინარის სახელი წარმოიშვა ძველი სპარსული სიტყვიდან „დუ ნა“ (მიედინება აქ).

 ქალაქები – ვენა, ზალცბურგი, გრაცი, ინსბრუკი.

214_27082015_103608_AUSTRIASMALL

მე–9 საუკუნეში ავსტრია ფრანკთა იმპერიის (V – IX სს.) განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostarrîchi-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას“ ნიშნავს. ავსტრია თხილამურების, მუსიკის, მუზეუმების, სასახლეების, შნიცელების და ტკბილეულის ქვეყანაა.

 დედაქალაქი – ვენა საუკუნეების განმავლობაში საღვთო რომის იმპერიის (X – XIX) ცენტრი იყო. ვენას, გასაგები მიზეზების გამო, “მსოფლიო მუსიკის ცენტრს” ეძახიან ^^ ასევე “სიზმრების ქალაქს” მსოფლიოში პირველი ფსიქოანალიტიკოსის – ზიგმუნდ ფროიდის საპატივცემულოდ.

austria-vienna-st-stephens-cathedral-2

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს კათედრალში არსებული “მსოფლიო ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ. შობის ღამეს ქალაქებში წმინდა ნიკოლასთან ერთად რქიანი და ბანჯგვლიანი კრამპუსები გამოდიან. ბავშვებს ასწავლიან, რომ თუ ცუდად მოიქცევიან, კრამპუსები მათ გუდაში ჩაუძახებენ და მოხარშავენ. 

ეს ჰოფბურგია , ავსტრიის მმართველების რეზიდენცია, სადან 1918 წლამდე ჰაბსბურგების დინასტია ბინადრობდა. ახლა – პრეზიდენტი.

ვენაშია მსოფლიოში ყველაზე ძველი ზოოპარკი – Schönbrunn Zoo (1752) (ავსტროაში არსებობს შონბრუნის სასახლეც, რომელიც დიდებული და “მონ შერ”-ულია). ავსტრიაში გამოიგონეს კრუასანები, snowglobe, საკერავი მანქანა.

და კიდევ: რადგან ბევრ ტურისტს ავსტრია ავსტრალიაში ერევა და კენგურუების ნახვას ინდომებენ, სუვენირებზე ხშირად არის წარწერა: No kangaroos in Austria.

Innsbruck.jpgავსტრიის დასავლეთით მდებარე მიწა ტიროლის დედაქალაქ ინსბრუკში არის ხმების მუზეუმი (audioversum), სადაც შეიძლება ჩრდილოეთის ციალის, ვარსკვლავების, ცხოველების ხმების მოსმენა ^^ კიდევ, აქვთ თავდაყირა სახლი, სადაც ფოტოების გადასაღებად მიდიან ხოლმე. (ჭერზე დადიხარ).

და ბოლოს, გამოჩენილი ადამიანები:

მწერლები – შტეფან ცვაიგი (აქვე ჩემი პატარა ცისფიქრიანული პოსტი მასზე) და ფრანკ კაფკა.

მხატვრები – გუსტავ კლიმტი.

კომპოზიტორები – მოცარტი (რექუიემი), ფრანც შუბერტი (ავე მარია), იოჰან შტრაუსი (მამა) (რადეცკი მარში), იოჰან შტრაუსი (შვილი) (ლურჯი დანუბეს (დუნაის) სიმღერა, გაზაფხულის ხმები), რიხარდ შტრაუსი (ასე ამბობდა ზარატუშტრა) – ვალსების მეფე.

სხვები: ზიგმუნდ ფროიდი, ჩვენი ძვირფასი ტერმინატორი – არნოლდ შვარცენეგერი და ბოლოს, უძლიერესი პოლიტიკოსი და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არც ისე ცუდი მხატვარიადოლფ ჰიტლერი.

სულ ეს იყო.. აჰათ თქვენ მოცარტი განწყობისთვის

და Hallstatt ზამთარში ^^ მარტო ამ სოფლის გამო წავალ..

Advertisements

About ცისფიქრიანი

!
This entry was posted in ქვეყნები and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s